ბევრი კითხვა მაქვს ივანიშვილთან, მაგრამ ჩემს გადაცემას ვერ ჩავაგდებ – ინგა გრიგოლიას პასუხი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე გადაცემა “არჩევანის” წამყვან გიორგი გაბუნიას გარდა, ვერ მივა ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც.

იგი ერთ-ერთია იმ სამ ჟურნალისტს შორის, რომელთათვისაც ინტერვიუს მიცემა ბიძინა ივანიშვილმა ხვალ დაგეგმა. “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარემ ხვალისთვის ინტერვიუ დაგეგმა და მხოლოდ სამი ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია, ინგა გრიგოლია, და “იმედის” ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე მიიწვია.

“ძალიან ბევრი საინტერესო შეკითხვაა, რომელზეც მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილის პასუხი, მაგრამ მაქვს გადაცემა, ისე მოხდა, რომ ხვალ, რვა საათზე მეწყება რეაქცია და როცა უნდა დაიწყოს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ათ საათზე, მე მაგ დროს უნდა ვთქვა “ნახვამდის. მე მაქვს ჩემი ვალდებულება გადაცემის გაყვანის ეთერში მაქვს ჩემი სარეკლამო ვალდებულებები და გამორიცხულია, რომ დაგეგმილი ინტერვიუს გამო ისე გავაკეთო, რომ ეთერი ჩავაგდო,“ – ამბობს ინგა გრიგოლია.

banner
წინა სტატიაშისოფელ ზვარეში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისას 55 წლის მძღოლი დაიღუპა
შემდეგი სტატიაზაალ ანჯაფარიძე – ცესკოს კრიტიკა აქტუალური აღარ არის