ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – კალაძე

ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს.

„კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. რა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ მოგვიწია განმარტებების გაკეთება, რომ იყო უსამართლო, არასწორი გადაწყვეტილება. თუ რომელიმე ქვეყანა მართლა იმსახურებდა სტატუსს, ეს იყო ჩვენი ქვეყანა ყველანაირი რეფორმებით, წინგადადგმული ნაბიჯებით, მიღწევებით, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რატომ იყო მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მაინც ოპტიმისტი ვარ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მართლაც ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იმსახურებს სტატუსს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩოში, როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა, მადლობა საელჩოს ყველა წარმომადგენელს, რომლებმაც აღმოფხვრეს დეზინფორმაცია და მისი შესაძლო პროვოკაციული ხასიათი – მდინარაძე
შემდეგი სტატიაახალი მესიჯი მოიგონეს, თითქოს ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არ იმსახურებს სტატუსს, ცდილობენ, მოსახლეობა და ხელისუფლება დააშორონ – კალაძე