„ბევრი ჩვენი მეზობელი ქვეყანა გვთხოვს დავეხმაროთ რეფორმების განხორციელებაში“ – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტი შეაფასა. ბახტაძის განცხადებით, შეხვედრები ბიზნეს და პოლიტიკურ ლიდერებთან გაიმართა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს ევროანტრატიკური ინტეგრაციის გზაზე აქვს:

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი ჩვენი მეზობელი ქვეყანა გვთხოვს, დავეხმაროთ იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც საქართველოში უკვე შედგა. ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები იმ ინვესტორებთან, რომლებიც გეგმავენ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას. სასიხარულოა, რომ, ფაქტობრივად, ყველა სექტორში არსებობს დაინტერესება, დაწყებული სამომხმარებლო პროდუქციით, დამთავრებული ენერგეტიკით,“ – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 72 მილიონი ლარით გაიზარდა
შემდეგი სტატიამანდატურის სამსახური სკოლებში ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად დოკუმენტს შეიმუშავებს