,,ბევრი ბავშვი ციხეში არ არის ჩვენი მიმართულება”-წულუკიანი მოზარდებს შორის გახსირებულ ძალადობაზე

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ძირითადი პრიორიტეტები გამოყო.

„ჩვენი პრიორიტეტები იყო და იქნება მომავალში ის, რაც აძლიერებს სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით. ეს არის ახალი კანონები, განვითარება, ინსტიტუციური დემოკრატიის კანონებით მშენებლობები, ინფრასტრუქტურული, იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ხალხთან ახლოს, მათ შორის, სოფლად, და სოფლად გაიცეს სერვისები, ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის; და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ინტერესების დაცვა, მათ შორის, სახელმწიფოთა შორის დავებზე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის გამოძიება, რომ ჩვენ აგვისტოს ომის საქმეზე ვაჩვენოთ, რომ ჩატარდა ეთნიკური წმენდა და ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილ იქნა სხვა დანაშაულები; და, ასევე, მრავალი სხვა ის რეფორმა, რაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის მეორე პლანზე, მაგრამ სინამდვილეში მოქალაქისთვის პირველ პლანზეა – იქნება ეს ნოტარიატი, სასამართლო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულება და მრავალი სხვა, თუნდაც, ყოფილი პატიმრებისთვის გრანტების პროგრამების გაგრძელება, რათა მათ შეძლონ, ფეხზე დადგნენ ფინანსურად და საკუთარი ოჯახი არჩინონ“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი : უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაზე აფხაზურ მხარესთან კარგი დინამიკა გვაქვს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : შს მინისტრის მოხსენება იყო ერთადერთი, რომელიც ეხებოდა გამოწვევებს, არ იყო პოლიტიზირებული და იყო საქმიანი