ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ბატონი ხაზარაძე – გახარია

ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ბატონი ხაზარაძე – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძის გუშინდელი ინტერვიუს საპასუხოდ განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თქვა რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტის ინვესტორს უთხრა “თქვენნაირები არ გვინდაო”.

“საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც დამადასტურებელი. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი.

,,​საერთოდ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის კარგი, როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ – ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს, ანაკლია, როგორც პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც პროექტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა, ცოტა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. ამას გიპასუხებთ”, – უთხრა ჟურნალისტებს გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ “სამგორის” ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა
შემდეგი სტატიავუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო – ჯაფარიძე