21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

“ბევრ მცდარ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას შეიცავს”- ეკა სეფაშვილმა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში გააკრიტიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 8 ივლისს ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის ავტორობით კრიტიკული რეზოლუციის მიღებას გეგმავს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის უკანდახევას, საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებსა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ გმობს.

პარალელურად, უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა საერთაშორისო შეფასებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ბევრ მცდარ ინფორმაციას შეიცავს:

„მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა თავადვე აღიარა, რომ მას ჰქონდა ძალიან ცოტა დრო სრულფასოვანი ანგარიშის მოსამზადებლად და ზოგიერთი ფაქტი და არგუმენტი არ არის მკაფიოდ გადამოწმებული და ის ეყრდნობოდა გადაუმოწმებელ წყაროებს. ამ თვალსაზრისით, მე ძალიან მიკვირს, რომ ეს ანგარიშები გამოიყენება საქართველოში არსებულ გარკვეულ სიტუაციებზე ხაზგასასმელად, რაც არ არის დადასტურებული არგუმენტებითა და რეალური ფაქტებით“, — აღნიშნა ტვ პირველის ცნობით, სეფაშვილმა და ავტორებს სხვა საერთაშორისო რეიტინგებში ჩახედვისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ბატიაშვილი: ირანში ვიზიტი ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობას ხელს ვერ შეუწყობს
შემდეგი სტატიადიმიტრი პესკოვი: “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” ნამდვილ ომად იქცა, რადგან კიევს დასავლეთი უჭერს მხარს