“ბევრ ამერიკელს ერევა საქართველო ჯორჯიაში, თუმცა აშშ-ის მეოთხე შტატის სენატორს – არა” – აშშ-ს საელჩო

ამერიკის საელჩო 15 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.

დიპლომატიური წარმომადგენლობის განმარტებით, 15 აგვისტოს გავრცელდა არაზუსტი ინფორმაცია, თითქოს, ალაბამას შტატის სენატორმა ქართული დელეგაციის დანახვის შემდეგ, შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე “ჯორჯიის შტატს” გამოსვლის უფლება მისცეს.

“სიმართლე რომ ითქვას, ბევრ ამერიკელს ერევა საქართველო ჯორჯიაში, თუმცა, აშშ-ის მეოთხე შტატის, ალაბამას სენატორს – არა”, – ნათქვამია საელჩოს ფეისბუქის გვერდზე.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი ცესკო-ს გადაწყვეტილებას პარტია „ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მნიშვნელოვანს უწოდებს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ნარკოპოლიტიკის მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება