„BETEK“-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ერთი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, „BETEK“-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს შეიძინა რამოდენიმე ათასი ერთეული „BETEK“-ის სასაქონლო ნიშნის მქონე ცარიელი ტომარა და ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საამქროში, მის მიერ შეძენილი ტომრების გამოყენებით, კუსტარულად დაამზადა „BETEK“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობის წებო-ცემენტი. ამის შემდეგ, ბრალდებულმა მოახდინა ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

banner
წინა სტატიაშიGoogle-ის რუკაზე თბილისის მონაცემები სრულად განთავსდა
შემდეგი სტატიაე.წ აფხაზი დეპუტატის სკანდალური განცხადება