ბესო კალაძე: ვერ დავასახელებ იმ პიროვნებას, ვინც კვლევების რეალური შედეგი მომაწოდა, არ მინდა საფრთხე შევუქმნა

ჟურნალისტ შალვა რამიშვილს “რუსთავი 2”-ისა და კომპანია GFK-ის გაყალბებული კვლევის შესახებ ინფორმაცია “თავისუფალი ზონის” ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ მიაწოდა.

კალაძე არ აკონკრეტებს ვისგან მიიღო კვლევის ამსახველი დოკუმენტები,რადგან მისი თქმით, შესაძლოა აღნიშნულ პირს საფრთხე დაემუქროს.

„ვიყავი “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრი, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” პროპორციულ საპარლამენტო სიაში, შესაბამისად, ჩემი კონტაქტები “ნაციონალურ მოძრაობაში” საკმაოდ დიდია. “ნაციონალურ მოძრაობაში” დღესაც მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომელიც აქტიურადაა პარტიულ საქმიანობაში ჩართული.

სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ იმ პიროვნების სახელს და გვარს, ვინც მომაწოდა კვლევების რეალური შედეგი და დოკუმენტაცია, ერთი გაყალბებული ვარიანტი და მეორე კი ის რეალური დოკუმენტაცია, რაც არსებობდა. არ მინდა ამ ადამიანს შევუქმნა საფრთხე.

ყველასთვის ნაცნობია სიტუაციაა “ნაცმოძრაობა” იშლება, არჩევნები წაგებული აქვთ . სამწუხაროა, რომ “რუსთავი 2” გახდა “ნაციონალური მოძრაობის” ბინძური საარჩევნო კამპანიის თანამონაწილე“,-განაცხადა ბესო კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა
შემდეგი სტატიაISFED: გამოვლინდა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების და ზეწოლა-მუქარის ფაქტები –