თამბაქოს საწყობის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად – ბესო ჯგუშია დაიღუპა

ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე, თამბაქოს საწყობის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად საწყობის მენეჯერი – ბესო ჯგუშია დაიღუპა.

აფეთქება, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, მოკლე ჩართვამ გამოიწვია, იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა მთლიანად დაანგრია, მისი ნამსხვრევები კი 60-70 მეტრის რადიუსში მიმოიფანტა.

ბესო ჯგუშია საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, სოციალისტური პარტიის წარმომადგენლის თენგიზ ჯგუშიას ახლო ნათესავია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე
შემდეგი სტატიამოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოშია