ბესლან ბუტბა: “ამცახარა” აფხაზეთის პოლიტიკური სცენიდან უნდა წაიშალოს”

ბესლან ბუტბა:

butbaაფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ხელმძღვანელის ბესლან ბუტბას განცხადებით, თავისუფლების მოყვარულმა აფხაზემა ხალხმა ბრძოლა გამოუცხადა კორუფციასა და აფხაზეთის ხელისუფლებას, რომლებიც უკანონოდ ძარცვავენ აფხაზეთს. ახლა აფხაზეთი, ბუტბას თქმით, გაკოტრებისა და სიღარიბის ზღვარზეა.
მისი თქმით, აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა პირდაპირ გამოწვეულია პარტია “ამცახარას” მოღვაწეობით, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა, როგორც აფხაზეთის “სამამულო ომის ვეტერანების პარტია”. ბუტბა აღნიშნავს, რომ ის ეჭვქვეშ არ აყენებს პარტიაში გაერთიანებული მეომრების დამსახურებებს, მაგრამ მისი ყველა ინიციატივა, მათ შორის, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა, “მოწოდებულია სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ, რაც პარტიის ინტერესებშია”.
ბუტბას თქმით, “აღნიშნულ პარტიას არა აქვს არანაირი მორალური უფლება ახლანდელი აფხაზეთის მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდეს, რომლებიც უკიდურესად რთულ გარდამავალ სიტუაციაში ძალ-ღონეს არ იშურებს. ცნობილია, რომ ზუსტად “ამცახარას” წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს წინა მთავრობას, რომელიც საერთოდ არ ზრუნავდა ხალხზე” – წერს პოლიტიკოსი და მოწოდებას აკეთებს, პარტიის წევრებმა მოქმედი მთავრობის დისკრედიტაციას დაანებონ თავი.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებულ შტატები პლანეტისათვის იქცა ადამიანის პიროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ
შემდეგი სტატიაშსს-მ თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავა