ბესიკ ფარცვანიამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ ქალაქ წალენჯიხაში ხობელიას ქუჩაზე მიმდინარე ასფალტ-ბეტონის დაგებისა და მარჯვენა სანაპიროზე არსებული დეფექტური გზის საფარის მოხსნის სამუშაოები
დაათვალიერეს. ქალაქ წალენჯიხაში ფიფიას, ტაბიძის, დადიანის, წურწუმიას, ხობელიას, სამეგრელოსა და მარჯვენა სანაპიროს ქუჩების ასფალტ -ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს გზამშენგრუპი. სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ღირებულება შეადგენს 589 139 ლარს. პროექტი ხორციელდება რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდის მიერ. სამუშაოებზე დასაქმებულია ორმოცდაათამდე ადგილობრივი მუშახელი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩევა
შემდეგი სტატიასირიის არმიამ დეირ-ეზ-ზორის სამწლიანი ბლოკადა გაარღვია