წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია წალენჯიხელებს მიმართავს

ძვირფასო წალენჯიხელებო, ხვალ მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ქვეყანაში. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გააკეთოთ სწორი არჩევანი და მხარი დაუჭიროთ ქვეყნის განვითარების განუხრელად გაგრძელებას.

მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნების“ გუნდისთვის მთავარი ღირებულება ადამიანზე ზრუნვაა. ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ არაერთი პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისთვის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის, ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერისთვის, მეწარმეების ხელშეწყობისთვის, განათლების ხელმისაწვდომობისთვის და სხვა ბევრი მიმართულებით.

ჩვენი გუნდის მიზანია ძლიერი საქართველოს აღმშენებლობა. დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!

ბესიკ ფარცვანია

banner
წინა სტატიაშიგორთან მომხდარი ავარიის შედეგად მე-6 ადამიანიც გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა