ბესიკ ფარცვანია: მედანსა და საჩინოში ცეცხლი თითქმის მთლიანად ლოკალიზებულია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში სქურსა და მედანში ტყის ფერდობებზე ქვედა საფარი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. წალენჯიხის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით,მედანსა და საჩინოში ცეცხლი ლიკვიდირებულია. ცეცხლი, დაახლოებით, 2 ჰექტარზე იყო გავრცელებული. ადგილზე მეხანძრე-მაშველების 30 კაციანი ჯგუფი მუშობს. რაც შეეხება სქურის მიმდებარე ტერიტორიას, ბესიკ ფარცვანიას თქმით, რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა დროულად მოხდეს ცეცხლის ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე ხანძრის ორი კერიდან მხოლოდ ერთია დარჩენილი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება-აღნიშნა მერმა.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან 15 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით უქმე, დასვენების დღეები ცხადდება
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო