ბეშუმში დაშავებული მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია

მაღალმთიან აჭარაში, ბეშუმში დაშავებული 11 და 13 წლის მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია.

ისინი ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ მკურნალობა უტარდებათ.

როგორც ერთ-ერთი დაშავებული ბავშვის მამა ავთანდიl კოჩალიძე ამბობს, 11 წლის ბიჭი ცხენიდან გადმოვარდა და გოგონას კი, ინციდენტის შედეგად გული წაუვიდა.

ბავშვების ბეშუმიდან ვერტმფრენით პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გადმოიყვანა, რომელიც სახალხო დღესასწაულ “შუამთობაზე” იმყოფებოდა.

რეფერალურ საავადმყოფოსთან ბავშვებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე დახვდა.

banner
წინა სტატიაშიფეისბუქომი-„ტყუილის მანქანები „ოცნებაში“ მოკითხე!“
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე რაიმე ტიპის ზეწოლას გამორიცხავს