ბესელიასგან კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარი ისეთივე პოპულისტურია, როგორც კანონპროექტი, რომლის გამოც ოროსანი ვუწოდე

დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარი ისეთივე პოპულისტურია, როგორც კანონპროექტი, რომლის გამოც ოროსანი ვუწოდე, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბესელიას ინიციატივების კობახიძის თანამდებობიდან გადაყენებასთან ასოცირება აბსურდული და არარეალურია.

„ირაკლი კობახიძისთვის ეკა ბესელია არა თუ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ საერთოდ არაადეკვატურია. შესაბამისად, ბესელიას მხრიდან ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარი ისეთივე პოპულისტურია, როგორც კანონპროექტი, რომლის გამოც ვუწოდე, რომ ოროსანი იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად არაკონსტიტუციურ კანონპროექტს არეგისტრირებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ბესელიას ინიციატივების კობახიძის გადაყენებასთან ასოცირება გარწმუნებთ, აბსოლუტურად აბსურდული და არარეალურია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას“ აღარ წარმოადგენს და შეუძლია, ახალ პარტიასთან ერთად დაგეგმოს, რა ღონისძიებებიც სურს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცებას კიდევ ერთხელ გმობს
შემდეგი სტატიათუ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მე მას მხარს დავუჭერ