ბესელიას საქმეზე 19-ვე ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე – საქალაქო სასამართლომ 19-ვე ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. პროკურატურამ სასამართლოს ამ შუამდგომლობით დღევანდელ პროცესზე მიმართა, რასაც ბრალდებულებიც დათანხმდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულების ნაწილს 1-წლიანი პირობითი სასჯელი და 2000-ლარიანი ჯარიმა, ნაწილს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

რომ არა საპროცესო შეთანხმება, ბრალდებულებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

2019 წლის იანვარში ინტერნეტსივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. საქმის გამოძიება 2019 წლის 28 იანვარს დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სექტორი საგადასახადო ტვირთისგან გათავისუფლდეს”
შემდეგი სტატია“უფასო სასადილო” – ვაშაძე ღარიბაშვილს სადილზე ელოდება