ბესელიას ფარული კადრების გავრცელების საქმეზე “ენმ”-ს ორი წევრი დააკავეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ორი წევრი, დები – ირმა და ინგა ხოროიშვილები დააკავეს.

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იმ წევრებმა განაცხადეს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

აქტივისტების დაკითხვის გამო, მთელი ღამის განმავლობაში პარტიის წევრები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ, სადაც ხმაური იყო, ისინი ხელისუფლებას ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

“ხელისუფლება ცდილობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ოპოზიციას გადააბრალოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს”,- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მირდატ ქამადაძემ.

შსს ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგორთან ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაუკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს