ბესელიას კადრები – პოლიციამ ჯანეზაშვილი გამოკითხა

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე სამართალდამცველებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი გამოკითხეს.

ჯანეზაშვილი პოლიციაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ნაზი მან სამართალდამცველებს სოციალური ქსელით ეკა ბესელიას ვიდეოს გავრცელების შესახებ ინფორმაცია შეატყობინა.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ტიპის შეტყობინებას იღებს ბუნებრივია უნდა მოქმედებდეს შესაბამისად, უნდა შეატყობინოს პოლიციას, რადგან ეს იყოს რეაგირება იმ ფაქტზე, რაც მოხდა, რაც ვიდეოს გავრცელებას ეხება. რა თქმა უნდა ეს იქნება პრევენცია მომავლისთვის, რომ ადამიანებმა არ გაბედონ, რომ სხვების პირადი ცხოვრების გამჟღავნებით, შანტაჟით იყვნენ დაკავებულნი,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ახალი ფარული ვიდეოჩანაწერი პოლიციამ ინტერნეტში დაბლოკა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიუკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატია“რამდენიმე გვარი მე თვითონ მივაწოდე…”- ბესელია შსს-ს ხელმძღვანელობას შეხვდება