,,ბესელიას და ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან არის ან ინფორმაციის არ ქონის შედეგი, ან პოლიტიკური სპეკულაცია”

რაც შეეხება ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირებას მოსამართლეების საკითხთან, ეს არის ან ინფორმაციის არ ქონის შედეგი, ან პოლიტიკური სპეკულაცია, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მისი თანაგუნდელის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას. კობახიძე იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო ინფორმაციის არ ქონის შედეგი. მისივე თქმით, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევას ორი მიზეზი ჰქონდა.

„ორი მიზეზი ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იყო არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე. მეორე საკითხი არის გუნდურობა. გუნდში იყო ეს განსახილველი საკითხი. ამ ორი მიზეზით იყო გადაწყვეტილება მიღებული. არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის ლეგიტიმურობას, აქედან გამომდინარე ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა ფრაქციას.

რაც შეეხება ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირებას მოსამართლეების საკითხთან, ეს არის ან ინფორმაციის არ ქონის შედეგი, ან პოლიტიკური სპეკულაცია. იმედი მაქვს, რომ ეს იყო ინფორმაციის არ ქონის შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – „ქართულ ოცნებაში“ დიქტატურა მყარდება და განსხვავებული აზრის გამო კომიტეტებიდანაც უშვებენ ხალხს
შემდეგი სტატიასოფო კილაძე – ხშირ შემთხვევაში, შეწყალების მექანიზმი არასწორად იყო გამოყენებული