ბესელიამ და ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად იურიდიული კომიტეტის სხდომა დატოვა

ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კომიტეტზე მეორე მოსმენით უნდა განიხილონ ქართული ოცნების კანონპროექტი უზენაესის მოსამართლეთა არჩევის შესახებ.

“სამწუხაროდ იურიდიული კომიტეტი უკვე არის იუსტიციის საბჭოს ინტერესების გამტარი და ის პირდაპირ ემსახურება იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის ინტერესებსა და სურვილებს. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, რომ კომიტეტი ამ ფორმით გამოხატავს უპატივცემულობას საკითხისადმი, რომელიც ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწვევს საზოგადოებაში. კომიტეტზე შეუძლებელია შინაარსობრივი საუბარი. მე პირადად დღეს პროტესტი ამ ფორმით გამოვხატე, რომ დავტოვე სხდომა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მწვავე დისკუსიას ამ საკითხზე პლენარული სხდომაზე, როცა ეს საკითხი გამოვა. სამწუხაროა, რომ იურიდიული კომიტეტი ასე დემონსტრაციულად არღვევს პროცედურებს იმ პირობას, რომ ვიდრე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იქნებოდა, არ მოხდებოდა განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის ფასად ხდება კობახიძის იმ კანონპროექტის გატანა, რომელიც რეალურად არც მისი კაბინეტის დაწერილია, რეალურად ეს დაწერილია იმ ჯგუფის, ვინც ათკაციანი სია შეადგინა და ლობირებდა”, -განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიალა პუგაჩოვა დღეს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაოხანაშვილი ყველას ეჩხუბა – რა ხდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე