ბესელიამ ცოტნე ბაკურიას პოლიტპატიმართა სტატუსი შესთავაზა და ფინანსური დახმარება სთხოვა

ბესელიამ ცოტნე ბაკურიას პოლიტპატიმართა სტატუსი შესთავაზა და ფინანსური დახმარება სთხოვა

 ბესელიამ ცოტნე ბაკურიას პოლიტპატიმართა სტატუსი შესთავაზა და ფინანსური დახმარება სთხოვა“აღორძინების” ერთი-ერთი ლიდერი ცოტნე ბაკურია შეწყალების სკანდალს ეხმაურება. როგორც ბაკურიამ “კურიერთან” საუბარში განაცხადა, 2012 წელს მას დაუკავშირდა ეკა ბესელია და ჰკითხა სურდა თუ არა მას პოლიტპატიმრის სტატუსი.
ბაკურიას თქმითვე, ეკა ბესელიამ მას ფინანსური დახმარებაც სთხოვა.
“მკითხა, ვთვლიდი თუ არა თავს პოლიტიკურ დევნილად. ვუთხარი, რომ მე არ ვარ პოლიტკური დევნილი. მან თქვა, რომ რასაც აკეთებენ კეთილშობოლური საქმეა. ასევე თქვა, რომ ფონდი იქმნება, რომელიც პოლიტიკური დევნილების ოჯახს დაეხმარება და ხომ არ მივიღებდი ამ ყველაფერში ფინასურად მონაწილეობას. არ მომეწონა ეს საუბარი. მადლობა გადავუხადე საუბრისთვის და გავუთიშე ტელეფონი”, – განაცხადა ბაკურიამ.

https://youtu.be/fkVuZ2Hf4ek

banner
წინა სტატიაშიბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ქუნთრუშას დიაგნოზით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„591-ზე იწყება ეს ნომერი“ – ელისაშვილი სატელეფონო ამონაწერს ასაჯაროებს