ბესელია: ზარდიაშვილმა მიიღო ის, რისი ღირსიც იყო, ვისაც არ მოეწონა, უკეთესად მოიქცეს თვითონ

“არსებობს ზღვარი და ვინც ამ ზღვარს გადააბიჯებს, პასუხს მიიღებს” – თქვა ჟურნალისტებთან ქართული ოცნებიდან გასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ქართული ოცნების წევრ ვანოზარდიაშვითან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც კომიტეტის სხდომაზე ზარდიაშვილმა ბესელიას მორალი ახსენა, ამ უკანასკნელმა ქართული ოცნების დეპუტატს დაარტყა.

“ეს იყო შეურაცხმყოფელი ფრაზა ჩემს მორალთან დაკავშირებით, რომელიც მე გავიგონე და მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ისე მოიქცევა, თითქოს ვერ გაიგონა ვერაფერი. ბევრჯერ თმენის ვალდებულების გამო თავი შემიკავებია, მაგრამ არსებობს ზღვარი და ვინც ამ ზღვარს გადააბიჯებს, პასუხს მიიღებს” – თქვა ბესელიამ.

კითხვაზე, კონკრეტულად რა სიტყვებით მიმართა ზარდიაშვილმა მას, ეკა ბესელია არ პასუხობს.

“ძალიან გთხოვთ, ამ არარაობის გამონათქვამებზე კომენტარს ნუ მომთხოვთ, მან მიიღო ის, რისი ღირსიც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ შევიკავე თავი, ზუსტად იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ღირსად, რომ მას ელაპარაკო. მაგრამ როცა ის ასე ღია, საჯარო სივრცეში, სხდომაზე შეურაცხოფის უფლებას აძლევს თავს, ასეთ პოვოკაციას პასუხი უნდა გაეცეს. ყველა მიიღებს პასუხს ასეთი პროვოკაციისა და შეურაცხყოფისთვის” – თქვა ბესელიამ და აღნიშნა, რომ “ვისაც არ მოეწონა ეს რეაქცია, უკეთესად მოიქცეს თვითონ”.

ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი “მორალური ხედვები” იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა “ბესელიას მორალისკენ” მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

“რა ბესელიას მორალი, აბა, რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი, რაშია საქმე, რომელი ბესელიას მორალი” – დამოუკიდებელი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის სკამთან მივიდა და მას ფიზიკურად შეეხო. ამის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ მანდატურებს ეკა ბესელიას დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა და დეპუტატს წესრიგის დაცვისა და “ღირსეული ქცევისკენ” მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიზარდიაშვილი: ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც იტყვის, რომ ბესელია კორუმპირებული არ არის
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარა – ნიუ-იორკში დავით ზალკალიანის და სერგი ლავროვის შეხვედრა იგეგმება