ბესელია თუ მისაბიშვილი – ვინ დაეცემა რინგზე ბეჭებით!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2015 08:40 განახლებულია

ბესელია თუ მისაბიშვილი – ვინ დაეცემა რინგზე ბეჭებით!

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაქართულ ოცნებაში მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის ბრძოლა პიკს აღწევს. მიმდინარე ეტაპზე ეპიცენტრი სენაკი გახდა. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია 2016 წლის საპარლამეტო არჩევნებზე ფოთიდან სენაკში დასცემს კარავს, რადგანაც ქალბატონი ბესელია წარმოშობით სენაკელია. თუმცა როგორც მოსახლეობაში აცხადებენ, მის მიმართ სიმპათია დღითი დღე მცირდება,მით უმეტეს, უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომელიც ბესელიას მიერ ნარკობარონების მფრაველობას ეხება. სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობაზე პრეტენზია ასევე აქვს დეპუტატ გურამ მისაბიშვილს, რომელიც პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ეგიდით შევიდა, შემდეგ კი “ქართულ ოცნებაში გადარბაგდა” – როგორც მასზე “ოცნებაში” ამბობენ. ასევე, სააკაშვილი პერიოდში გუბერნატორობის სავარძელსაც წამოჰკრა ხელი. დღეს კი ქართული ოცნების ქომაგია…

misbiSvili
“თაიმერისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ დავა ბესელია-მისაბიშვლს შორის მაღალ ეშელონებში გადავიდა.

ეკა ბესელიასთვის მაჟორიტარობის დათმობის სანაცვლოდ მისაბიშვილმა “ქართულ ოცნებას” სიის პირველ ათეულში ჩაწერა მოსთხოვა და იმასაც დაჰპირდა, რომ ასეთ შემთხვევაში 2016 წლის არჩევნებს სამგრელოში სრულად დააფინანსებს. ჩვენი ინფორმაციით, “ქართული ოცნება” ჯერჯერობით ფიქრობს რამდენად ხელსაყრელია მისთვის მისაბიშვილთან გარიგება. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს ბესელია თუ მისაბიშვილი. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ არც ერთ მათგანს სამეგრელოში რეიტინგი არა აქვს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2015 08:40 განახლებულია