ბესელია ქართულ ოცნებაში ახალი ფრაქციების შექმნას ემხრობა

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ემხრობა ინიციატივას, რომლის მიხედვით, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატები დამატებით 2 ახალ ფრაქციას ქმნიან.

ეკა ბესელია ამბობს, რომ ეს პოლიტიკურ პროცესს გააჯანსაღებს და დეპუტატების ეფექტურობას გაზრდის. ბესელია ასევე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მთავარი ფრაქცია პრაქტიკულად უმრავლესობის ტოლფასია, ამიტომ ახალი ფრაქციების შექმნა მართვასაც მოქნილს გახდის.

“დამატებით ფრაქციების შექმნის გადაწყვეტილება უმრავლესობის შიგნით მომწიფდა. მე ვფიქრობ ეს დროული გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ “ქართული ოცნების” მთავარი ფრაქცია პრაქტიკულად უმრავლესობის ტოლფასია, ძალიან დიდია, ამიტომ მართვის თვალსაზრისით და პოლიტიკურ პროცესში ყველა წევრის ჩართვის მეტი შესაძლებლობის მიცემისთვის უფრო ეფექტური იქნება 2 ახალი ფრაქციის შექმნა. ეს ისეთ დიდ ფრაქციას, როგორიც “ქართული ოცნებაა”, შესაძლებლობას მისცემს მოხდეს როგორც პოლიტიკურ პროცესებში დეპუტატების უფრო ეფექტურად ჩართვა, ასევე მართვის თვალსაზრისით გაცილებით მოქნილი იქნება სტრუქტურა. ბუნებრივია მთავარი ფრაქცია შემცირდება”,- განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ ჯერ ახალი ფრაქციები არ დაკომპლექტებულა და უცნობია, რომელი დეპუტატები შევლენ ახალ გაერთიანებებში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთანაც იქნება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ბიუროკრატიული ნიშნით პოლიტიკური სტრუქტურების ფორმირება უნდა შეწყდეს
შემდეგი სტატია“მზად ვართ, პრეზიდენტს ვესაუბროთ… შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია” – საზოგადოებრივი მაუწყებელი