15.1 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ბესელია: ფრაქციის თავმჯდომარე რომ იყო მდინარაძე, შეეშალა, შეცდომით გამომიგზავნა ჩემს წინააღმდეგ მომზადებული რაღაც საშინელი მესიჯი

“ჩემთან ვათსაფში გამოაგზავნა მესიჯი მდინარაძემ, მაშინ იყო ფრაქციის ხელმძღვანელი პარლამენტში. შეეშალა, აგზავნიდა სხვა ჯგუფებში ჩემს წინააღმდეგ მომზადებულ რაღაც საშინელ მესიჯს. მე გამომიგზავნა შეცდომით, ესეც ხომ პირდაპირი მტკიცებულება იყო, ისედაც ვიცოდი, რას გამომაპარებდნენ და ძალიან კარგად ვიცოდი, როგორ იგეგმებოდა ასეთი შეტევები. ამისთვის მე მზადაც ვიყავი ფსიქოლოგიურად… [მესიჯში] ეწერა ჩემი პოზიცია, მე ხომ მაშინ სასამართლოს რეფორმის ჩავარდნის გამო და მოსამართლეების უვადოდ არჩევის სიის გამო გადავდექი თანამდებობიდან და ამის შემდეგ დაიწყო ეს შეტევები. ასეთი მესიჯი იყო: ჩემი პოზიციებით, რომ ენმ-ს პოზიციებს ვუმაგრებ, შეურაცხმყოფელი ეპითეტები… რა თქმა უნდა, დავუბრუნე პასუხი მდინარაძეს და ვუთხარი: გინდა, რომ მოგეხმარო და გავავრცელო ეს მესიჯი-მეთქი? დაიწყო თავის მართლება, საწყლად…ჩემთან საწყლად იმართლებდნენ თავს ეგეც და კობახიძეც…”,_  ამბობს მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი ეკა ბესელია პალიტრას ეთერში

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: ბურთი ახლა “ქართული ოცნების” მოედანზეა, ამერიკამ პირობები დაუსვა
შემდეგი სტატიაგვარამია: საქართველო გადაქცეულია ღარიბ, დაუცველ და უპერსპექტივო ქვეყნად