ბესელია პარტიიდან გარიცხვას გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თუმცა გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელია, როსტომ მეფის სასახლეში მივიდა. ბესელიამ უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად სტრასბურგში ვიზიტი შეწყვიტა.

კითხვას – გარიცხავენ თუ არა მას პარტიიდან, ბესელია არასერიოზულს უწოდებს. ამბობს, რომ მის გონებაში ამ საკითხზე ფიქრის ადგილი არ არის და არც თავად საკითხია მნიშვნელოვანი. დეპუტატი თანაგუნდელებს, რომლებიც მას გუნდურობის დარღვევაში ადანაშაულებენ უხსნის განსხვავებას, პარტიულ და სახელმწიფოებრივ საკითხებს შორის.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმება ხოლმე თქვენგან. იმიტომ, რომ თუ რაიმეს ადგილი ჩემს გონებაში არ არის და რაიმეზე არ ვფიქრობ საერთოდ, ეს არის ერთადერთი ეს საკითხი და ასეთ არასერიოზულ საკითხებზე არ მაქვს არც დრო და არც გონებაში ადგილი, რომ ამით დავკავდე. ამიტომ, ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ. რაც შეეხება გუნდურობას, შიდა საკითხებს, ამაზეც ძალიან მყარი პოზიციები მაქვს და არგუმენტები მაქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება გუნდის მხარდაჭერა, შეხიდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვასხვავებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივ საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის. ეს ცოტა სხვადასხვა რამეა,“-აცხადებს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიკახა ბექაური: „დაუსაბუთებელი განცხადებები მიუღებელია, უარი თქვან გაძვირებაზე და დაასაბუთონ რასაც ზეპირად აცხადებენ“
შემდეგი სტატიამელორ ვაჩნაძე გერმანიაში ფეხსაცმელის ქურდობისთვის დააკავეს