ბესელია მზადაა ადიგენში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩაერთოს

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ადიგენში, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და მზადყოფნას გამოთქვამს, კომიტეტი მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს.

როგორც ბესელიას სოციალურ ქსელში წერს, აუცილებელია დაპირისპირებაზე მყისიერად მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

“საქართველო საუკუნეების მანძილზე არის მრავალფეროვანი ეროვნებისა თუ მრწამსის ხალხის თანაცხოვრების სანიმუშო მაგალითი. ეს არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულობა. ამდენად ნებისმიერ გამოვლენა შეუწყნარებლობის და არატოლერანტულობის ეწინააღმდეგება სწორედ ქვეყნის კულტურულ ფასეულობებს.

კომიტეტი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებლად მიიჩნევს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მყისიერად და კანონის სრული დაცვით და ნებისმიერი წინააღმდეგობრივი თემის მხოლოდ დაუყონებლივ მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. კომიტეტი მზადაა იყოს ჩართული ამ პროცესში”, – წერს ბესელია.

როგორც ცნობილია, დაბა ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ, თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ მხდარზე გამოძიება სსკ-ის 156 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი ანა დოლიძეს მოუსმენს
შემდეგი სტატია,,მაგდა პაპიძე ითხოვს შვილის საფლავის სურათები შეუგზავნონ, რათა მის გარდაცვალებაში დარწმუნდეს”