ბესელია კარტებს ხსნის: ჩუგოშვილი ესწრებოდა შეხვედრას, სადაც ივანიშვილმა ჩინჩალაძის სიის მხარდაჭერა მთხოვა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმ შეხვედრაზე საუბრობს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მას ე.წ. ჩინჩალაძის სიის მხარდაჭერა სთხოვა. დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან შეხვედრას უმრავლესობის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა.

“მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს და დაადასტურებს ამას”, -თქვა ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში.

“იმ დღეს მასაც (თამარ ჩუგოშვილს) იგივე პრინციპული პოზიცია ჰქონდა, რაც მე. მე გამიკვირდა, სად წავიდა ეს პოზიცია”, – აღნიშნა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიენგურის ხიდზე მდუმარე აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული