ბესელია ელისაშვილის მიმოწერა “ქრონიკა+”-ში დღეს გამოქვეყნდება- სკანდალში მესამე პირი გამოიკვეთა

QRONIK'“ქალბატონ ეკა ბესელიას ნათქვამის არც ერთი სიტყვის არ მჯერა, იმიტომ რომ არ არის დასახელებული კონკრეტული პიროვნება და კონკრეტული ადვოკატი. გამოძიების შემთხვევაში მარტივად დადასტურდება ჰქონდა თუა არა ალეკო ელისაშვილს კონკრეტული პატიმრის ადვოკატთან კომუნიკაცია” – აცხადებს  “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე “თაიმერთან” საუბარში.
“ბესელიამ ინტერვიუების მაგივრად უნდა მიმართოს მთავარ პროკურატურას. საინტერესოა, მან როდის მიიღო ეს წერილი? თუ მან ეს წერილი მიიღო, მაშინ როდესაც ალეკო ელისაშვიული იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და ამდენ ხანს არ გაასაჯაროვა, მას მინიმუმ დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი. თუ არა და მაშინ გვაინტერესებს, მანამ სანამ ინტერვიუს მისცემდა, გააგზავნა თუ არა პროკურატურაში მასალები. არ ვფიქრობ რომ ეკა ბესელიას რაიმე ფაქტები ჰქონდეს. იგი ცრუობს და რატომ ცრუობს ამას დღეს იხილავას საზოგადოება და ფაქტებს დავდებთ” – ამბობს ელისო კილაძე.

მისი თქმით, საქმე იმაშია, რომ ეკა ბესელია მედია სივრცეში აცხადებდა, რომ არასოდეს არანაირი კომუნიკაცია პატიმრების თემაზე ალეკო ელისაშვილთან არ ჰქონია, ზვიად ქორიძისაგან განსხვავებით არ ყოფილა არც მესიჯების მიმოწერა, არც პირადი შეხვედრები და ა.შ. “დღეს გამოქვეყნდება დოკუმენტალური მტკიცებულებები იმის თაობაზე თუ რას წერდა ეკა ბესელია ალექსანდრე ელისაშვილს. იმედია კობახიძის მსგავსად ბესელიას გაუნათდება გონება და გაიხსენებს , რომ ელისაშვილთან მას კომუნიკაცია ჰქონდა. მე ვასაჯაროვებ ფაქტს, სადაც ეკა ბესელიას ნამდვილად ჰქონდა პატიმრების თემასთან დაკავშირებით ელისაშვილთან მიმოწერა. მეტსაც გეტყვით, ამ მიმოწერაში დასახელებულია სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. ეკა ბესელია ამბობს, რაკი ვერ უკავშირდებოდა ალექსანდრე ელისაშვილს ამ მიმოწერაში უჩა ნანუაშვილს სთხოვა რომ ელისაშვილისთვის მისი დანაბარები გადაეცა. გამოძიებას შეკითხვები უნდა გაუჩდეს. სახალხო დამცველსაც მოუწევს განმარტებების გაკეთება, მოუწევს რა ტიპის ურთიერთობებშია ის კომუნიკატორი ეკა ბესელიასა და ალექსანდრე ელისაშვილს შორის” – ამბობს ელისო კილაძე.

WWW.TIMER.GE

banner
წინა სტატიაშირუსეთის ეკონომიკამ 2016 წლის იანვარში ვარდნა განაგრძო
შემდეგი სტატიატყიბულელი მეშახტეების გაფიცვა შეწყდა