ბესელია ჩაბუქის საქმეზე: სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი არ უნდა ვუკარნახოთ

“ქართული ოცნების” წევრის ეკა ბესელიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს კონსტიტუციასთან და ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში.

“მესმის, რომ ამ საქმის მიმართ არის დიდი ინტერესი და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები, რომლებსაც ახლავს განზოგადოების დატვირთვა, ტესტიც არის ხოლმე. ჩვენ პოლიტიკოსებმა არ უნდა მივუთითოთ სასამართლოს როგორი უნდა იყოს ამ საქმეზე დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება. ერთადეთი კომენტარი რაც შემიძლია გავაკეთო ის არის, რომ გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის და ევროპული კონცენციის სტანდარტებს” – თქვა ბესელიამ.

სასამართლო დღეს ჩაბუქის ექსტრადიციაზე პროკურატურის მიმართვას განიხილავს. გადაწყვეტილება შეიძლება დღესვე გამოცხადდეს.

banner
წინა სტატიაშისკანდალური განცხადების შემდეგ, “ვარკეთილის” მეტროს მუშა პოლიციაში დაიბარეს
შემდეგი სტატიაკახიძე ჩაბუქის საქმეზე : ექსტრადირების საკითხთან იმედს გამოვთქვამ სასამართლო იხელმძღვანელებს საერთაშორისო სტანდარტებით