ბესელია არის პროკურატურის პრესსპიკერი

11gogorishvili“ბესელია არის პროკურატურის პრესსპიკერი,”- ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ეკა ბესელიას განცხადებებს, რომელსაც დეპუტატი ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით აკეთებს. გოგორიშვილი არ გამორიცხავს, რომ ელისაშვილი დააკავონ.

“ქურდს კუდი ეწვისო. სახელი და გვარი დასახელებული არ იყო ბესელია კომენტარებს აკეთებს Facebook-იდან დაწყებული ტელევიზიებით დამთავრებული ყველგან და ემუქრება ალეკო ელისაშვილს, რომ მას დააკავებენ. მე ეს არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ბესელია არის პროკურატურის პრესსპიკერი,”- აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის განცხადებების სჯერა.

“ესეთი კორუფციული ბრალდება ზედმიწევნით გამოძიებული უნდა იყოს. ელისაშვილის გურწფელობის მწამს. უსაფუძვლო ბრალდებებს არ გააკეთებდა,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა
შემდეგი სტატიარუსულმა სამხედრო გემმა თურქულ სათევზაო ხომალდს ცეცხლი გაუხსნა