ბესელია-აცებიც აცხობენ, ქალების დიასახლისობასთან იდენტიფიცირება კარგად არ გამოიყურება

“მიუხედავად იმისა რომ მაია ცქიტიშვილზე მაღალი წარმოდგენის არ ვარ, არ მომწონს ასეთი შედარება ქალთან მიმართებაში, იმიტომ რომ ხაჭაპურს მამაკაცებიც კარგად აცხობენ ხოლმე და ასეთი იდენტიფიცირება საჯარო სივრცეში მყოფი ქალების დიასახლისის როლთან, კარგად არ გამოიყურება და არ მივესალმებოდი ზოგადად ასეთ ფორმულირებებს, თუმცა არც ის ვიცი როგორ აცხობს ხაჭაპურს და არც იმ აზრის ვარ, რომ ქალებთან მიმართებაში შეიძლება გამოიყენონ მარტო ასეთი რამ, რომელიც უკავშირდება კულინარიას და სამზარეულოს. ”-
დეპუტატი ეკა ბესელია მამუკა ხაზარაძის კომენტარს ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ “მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ.”

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება – გოგი წულაია
შემდეგი სტატიასამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია