ბესარიონ ხვინთელიანის პოლიტ-პატიმართა სიაში მოხვედრას მისი ადვოკატი გამართლებულად მიიჩნევს

ბესარიონ ხვინთელიანის პოლიტ-პატიმართა სიაში მოხვედრის ფაქტს დაზარალებული იზოლდა კლაუ აკრიტიკებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად ეკა ბესელიასა და ბესარიონ ხვინთელიანის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის, მეგობრობას ასახელებს.

ეს განცხადება იზოლდა კლაუმ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

გადაცემაშივე უპასუხა დაზარალებულს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელმაც ახსნა, თუ რა გახდა იმის პირობა, რომ თაღლითობისთვის გასამართლებული ბესარიონ ხვინთელიანი გამხდარიყო პოლიტ-პატიმარი.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ბიზნესმენები ჩამოსულიყვნენ და საქართველოში დაეწყოთ ბიზნესი, ბესარიონ ხვინთელიანი გამოეხმაურა, ჩამოვიდა და ჩამოიყვანა უამრავი ბიზნესმენები და ინვესტორები. ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია „საქართველოს და დიასპორა“, სადაც ძირითადად გაწევრიანებული იყვნენ აფხაზეთიდან დევნილები. ამის შემდეგ მას მოსთხოვეს, რომ დაეფინანსებინა გიული ალასანიას უნივერსიტეტის რემონტი. ასევე არის სხვა ფაქტები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ვანო მერაბიშვილის სიმამრზე, რომელმაც მას გამოსძალა 60 ათასი დოლარი,“ – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

შალვა ხაჭაპურიძის მტკიცებით, წინა ხელისუფლების დროს ბესარიონ ხვინთელიანზე არაერთი ზეწოლა ხორციელდებოდა, რის გამოც ის პოლიტ-პატიმრების სიაში მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიდადიანის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ელექტროსადენებს დაეცა
შემდეგი სტატია,,მე გვარები იმიტომ არ დამისახელებია, რომ მერე ეს თემა სავაჭრო გამეხადა”