ბერნი სანდერსმა 41 დღის მანძილზე 18,2 მილიონი დოლარი შეაგროვა

ბერნი სანდერსის წინასაარჩევნო შტაბმა დაახლოებით 900 ათასი შემოწირულობა მიიღო, რაც ჯამში 18,2 მილიონი დოლარია – ამის შესახებ თვითონ სენატორმა განაცხადა. სულ შემოწირულობების საშუალო რაოდენობა 20 დოლარია. მიმდინარე მომენტისთვის აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, ბერნი სანდერსის შტაბის განკარგულებაში 28 მილიონი დოლარია. ვარაუდობენ, რომ სანდერსი დემოკრატ-კანდიდატებს შორის თანხის შეგროვებაში ლიდერი იქნება. ადრე მან გამოაქვეყნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ერთ კვირაში 10 მილიონი დოლარი შეაგროვა – “ამერიკსი ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიტერეზა მეის განცხადებამ “ბრექსიტის” გადადებაზე, ლონდონსა და ბრიუსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია
შემდეგი სტატია(Video) საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანიის დირექტორი და ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა