ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სექტორის რეფორმირების საბჭოს სხდომას დაესწრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის სექტორის რეფორმირების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაში “გლობალური ალიანსის” წარმომადგენლები, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი მონაწილეობდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ “გლობალური ალიანსის” პრეზიდნეტი ჟან-ელი მალკინი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და და საბჭოს სხვა წევრები, რომლებმაც საქართველოს მთავრობასა და ალიანსს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავების მეორე ეტაპით გათვალიწინებულ მომზადებულ დოკუმენტებზე იმსჯელეს.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა, სადაც დაისახა სამომავლო გეგმები და მიიღეს საკმაოდ, საინტერესო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის.
“ეს იყო საბჭოს მორიგი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ, მთელი რიგი რეფორმები. აქცენტი გაკეთდა პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე და შევაჯამეთ მიმდინარე პროექტები”, – განაცხადა სერგეენკომ.
სამინისტროს ცნობით, ბერნარ კუშნერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ ქვეყნაში ამ მიმართულებით პროგრესი უკვე იგრძნობა.
“შეხვედრის მიზანი იყო განსაზღვროს ის მიღწევები, რომლებიც პროექტის ფარგლებში გაკეთდა და დავსახოთ სამომავლო გზები, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგ შეხვედრამდე. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ქვეყანასა და მის მოსახლეობას დავუჭიროთ მხარი, რომ მათ ჰქონდეთ მარტივი ხელმისაწვდომობა პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე. ეს არის მინისტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი ინიციატივა. რა თქმა უნდა, ეფექტური დასრულებისთვის ამ ყველაფერს წლები სჭირდება, თუმცა ეს ყველაფერი ხდება მინისტრის ზედამხედველობით და პროგრესი უკვე სახეზეა”, – განმარტა კუშნერმა შეხვედრის დასასრულს.
“გლობალური ალიანსის” პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა წარმატებული უწოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პროექტის ფარგლებში წინგადაგმულ ნაბიჯებს. “თვეების წინ დავიწყეთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებთან მუშაობა, რომ აღნიშნული პროდუქტები ერთობლივად შეგვემუშავებინა. ეს არის იმისთვის, რომ ზოგადად ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში გაუმჯობესდეს. სახეზე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ჩვენი მიზანი იყო, ის შუალედური პროდუქტები, რომლებიც მომზადებული აქვს სამინისტროს, განვიხილოთ და დავსახოთ გზები, რომ მომავალი წლიდან ვიმსჯელოთ ამ გეგმების განხორციელებაზე. ეს ეხება ზოგადად სრულფასოვან რეფორმას და არა რეფორმის კონკრეტულ კომპონენტს. აღნიშნული რეფორმის ზოგადი მიზანია ხარჯთეფექტური მეთოდებით საქართველოს მოსახლეობისთვის უნივერსალური ხელმისაწვდომობა პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე”, – განაცხადა ჟან-ელი მალკინმა.
“გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტით თბილისს გუშინ ეწვია და პირველი შეხვედრა სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჰქონდა.
დღესვე, ბერნარ კუშნერი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელა.

banner
წინა სტატიაში,,უწმინდესი სულ მარიგებდა და მომცა ძალა, რომ ჩემს ასაკში დამეწერა”
შემდეგი სტატიაამერიკელი მკვლევარები ევროკომისიის რეკომენდაციაზე