ბერლუსკონი უკრაინას რუსეთის წინადადების მიღებისკენ მოუწოდებს

ბერლუსკონე უკრაინას რუსეთის წინადადების მიღებისკენ მოუწოდებს.
იტალიური პარტიის Forza Italia ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მიიჩნევს, რომ ევროპამ უნდა “აიძულოს” უკრაინა, მიიღოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნები ომის დასრულების შესახებ.
20 მაისს, პარტიის მხარდამჭერთა აქციაზე ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მშვიდობა “რაც შეიძლება მალე უნდა დამყარდეს”.
„მჯერა, რომ გაერთიანებულმა ევროპას უნდა წარუდგინოს სამშვიდობო წინადადება და შეეცადოს აიძულოს უკრაინელები მიიღონ პუტინის მოთხოვნები“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ბერლუსკონიმ ასევე, თქვა, რომ დასავლეთის სანქციებმა ცუდი გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე, მაგრამ ასევე “დააზიანა” იტალია.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის მეთაური სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ქარელში ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა