ბერლინთან საავადმყოფოში ოთხი ცხედარი იპოვეს

ბერლინთან 4 ცხედარი იპოვეს

პოტსდამის საავადმყოფოში ოთხი გვამი აღმოაჩინეს, მათზე ძალადობრივი კვალია. დაკავებულია საავადმყოფოს 51 წლის თანამშრომელი ქალი – შემთხვევა წუხელ მოხდა. გარდა ამისა, მინიმუმ ერთი პირი მძიმედ არის დაჭრილი. ჯერჯერობით უცნობია რა მოხდა და გარდაცვლილები არიან თუ არა საავადმყოფოს პაციენტები.

“გარდაცვლილების ჭრილობები იმაზე მეტყველებს, რომ განსაკუთრებული მძიმე ძალით არის ჭრილობები მიყენებული ” – ამის შესახევ პოლიციის ანგარიშში წერია.

ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშითიბისის და Visa-ს ინიციატივით, მომსახურე პერსონალისთვის “თიფის“ დატოვება უკვე ბარათით და ტერმინალითაა შესაძლებელი
შემდეგი სტატიააფხაზეთის 1-ელ საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ