ბერლინში თურქების მეჩეთი დაწვეს

გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი მეჩეთი  დაწვეს.

თვითმხილველების ინფორმაციით,  სამმა ნიღბიანმა პირმა  მეჩეთის ფანჯრები ჩაამტვრიეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. საკითხთან დაკავშირებით ბერლინში თურქეთის კონსულმა,  მუსტაფა ჩელიქმა განაცხადა, რომ მეჩეთზე თავდასხმა სავარაუდოდ ქურთი სეპარატისტების ორგანიზაცია PKK-ს ან მასთან დაკავშირებულ ქსენოფობიურ დაჯგუფების წევრებს შეეძლოთ განეხორციელებინათ.  მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა არც დაშავებულა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ევროკავშირში ამერიკული მანქანების გაყიდვას ითხოვს
შემდეგი სტატიასურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული ვითარება ადამიანის ღირსების შემლახავია