ბერლინში თურქ ჟურნალისტზე თავდასხმას იძიებენ

ბერლინის კრიმინალურ საქმეთა განყოფილებაში, რომელის საქმიანობაში სახელმწიფოს დაცვის საკითხები შედის, თურქ ჟურნალისტ ერკა აკარერაზე თავდასხმის ფაქტს იძიებენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ემიგრირდა გერმანიაში და ცხოვრობს დედაქალაქში – 8 ივლისს ადგილობრივი მედია წერს.
პოლიციის ინფორმაციით, 48 წლის ჟურნალისტს საკუთარი სახლის უკანა ეზოში დაესხნენ. ორმა მამაკაცმა ის სცემა, მესამე მდგომარეობას აკონტროლებდა. მეზობლებმა ჩხუბის ხმა გაიგონეს, მამაკაცები მიიმალნენ.

ჟურნალისტი თვლის, რომ მომხდარის მიზეზი საკუთარი პროფესიული საქმიანობაა. ის თავის მრავლობითი ტრავმით საავადმყოფოშია გადაყვანილი. “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე მან დაწერა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ დანა და ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც, როგორც დაშავებული ვარაუდობს, ბევრი თვითმხილველის გამო არ გამოიყენეს. ჟურნალისტმა, ასევე განაცხადა, რომ მან იცის თავდამსხმელთა ვინაობა, მაგრამ მათ სამართალდაცველების თხოვნით არ აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიილიაუნის ლექტორის მკვლელობის საქმეზე საქართველომ სტრასბურგში დავა წააგო
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი: პრიმიტიულია „ქართული ოცნების“ მცდელობა, როგორმე აჩვენოს, რომ თვითონ დგას ერის სიწმინდის სადარაჯოზე