ბერლინში სავარაუდო ტერორისტების სასამართლო მიმდინარეობს

ბერლინის უმაღლეს სასამართლოში დღეს, 4 იანვარს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ქვეშ 20 წლის სირიელის საქმის მოსმენა დაიწყო, რომელსაც ბრალი ტერორისტულ ორგანიზაცია “ისალმურ სახეელმწიფოსთან” კავშირი და ბერლინში ტერაქტის მომზადებაში ედება ბრალი.
პროკურატურის მონაცემებით, ბრალდებული იმ ობიექტების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას, სადაც ტერაქტის განხორციელება შეეძლო. სავარაუდოდ, ერთ-ერთი რეიხსტაგის შენობა იყო.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირი 2013 წელს სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა. ის გერმანიაში 2015 წლიდან იმყოფება, სადაც თავშესაფარს ითხოვს. სავარაუდოდ, მისი საქმის განხილვა აპრილამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიებრაელი ჯარისკაცი, რომელმაც დაჭრილი ტერორისტი მოკლა, დამნაშავედ ცნეს
შემდეგი სტატიარატიანის წერილი ღირებულებებისგან გადახვევის ტოლფასია-“ენმ”ს- აჭარის ორგანიზაციის პასუხი