ბერლინში სატვირთოს მფლობელმა თქვა, რომ კაბინაში გარდაცვლილი მისი ბიძაშვილია

პოლონეთში დარეგისტრირებული სატვირთოს პატრონმა, რომ მანქანის კაბინაში ნაპოვნი გარდაცვლილი ადამიანი მისი ბიძაშვილია. არიელ ჟურავსკის თქმით, მან ოფიციალურად ამოიცნო მისი ნათესავი ლუკაშ ურბანი იმ ფოტოებზე, რომელიც მას პოლიციამ აჩვენა. გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალია. ლუკაშ ურბანი 37 წლის იყო და ის პოლონეთის აღმოსავლეთით, გერმანიის საზღვართან ცხოვრობდა. ჟურავსკის თქმით, ის ურბანს ბოლოს 19 დეკემბერს ესაუბრა. უკანასკნელი, ვინც გარდაცვლილს ელაპარაკა, მისი ცოლი იყო, რომელმაც ქმარს უთხრა, რომ არ ეცალა და თვითონ გადაურეკავდა. ერთი საათის შემდეგ, როცა მან ურბანს გადაურეკა, ის უკვე არ პასუხობდა.

სატვირთოს მფლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ნათესავის სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღის გარდა დანითაც არის ჭრილობები მიყენებული.

ბერლინში სატვირთო მანქანით თავდასხმა გუშინ, ადგილობრივი დროით 22.14 წუთზე განხორციელდა. მანქანა ხალხში შეიჭრა. გარდაიცვალა 12 ადამიანი. 48 დაშავდა, აქედან 18 მათგანის მდგომარეობა უკიდურესად რთულია.
მომხდარი შეფასებულია, როგორც ტერაქტი.

banner
წინა სტატიაშილავროვი: მხოლოდ რუსეთს, თურქეთს და ირანს შეუძლიათ სირიის დახმარება
შემდეგი სტატიარუსეთი თავის ტურისტებს თურქეთში ტერაქტებზე აფრთხილებს