ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმე შესაძლოა, გერმანიის ფედერალურ პროკურატურას გადაეცეს

ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმე შესაძლოა, გერმანიის ფედერალურ პროკურატურას გადაეცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კარლსრუეში მდებარე ფედერალური პროკურატურის თანამშრომლები ბერლინის სამართალდამცავ უწყებებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და მკვლელობის საქმის გამოძიებას ყურადღებით აკვირდებიან.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე ფედერალურ პროკურატურას იმ შემთხვევაში გადაეცემა თუ გაჩნდება ეჭვი, რომ დანაშაულთან უცხოური სპეცსამსახურები არიან დაკავშირებული.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. დაკავებულია სავარაუდო მკვლელი, 49 წლის რუსეთის მოქალაქე. გამოძიება ვარაუდობს, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო.

banner
წინა სტატიაშიკოტე კემულარია – შემოდგომა ამ ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან მძიმე
შემდეგი სტატიაპოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი სამუშია გაათავისუფლეს.