8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

ბერლინში მიხეილ სარჯველაძე გერმანული Siemens Healthineers-ის წარმომადგენელს, დანიელ ფრიშს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე გერმანული კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბერლინში, აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში, სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი გერმანული კომპანია Siemens Healthineers-ის წარმომადგენელს, დანიელ ფრიშს შეხვდა.

კომპანია სამედიცინო დიაგნოსტიკის აპარატურის, ლაბორატორიული კვლევებისა და ჯანდაცვის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს. ის სამედიცინო დაწესებულებებს დაავადებების გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურისა და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას დაავადებების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკის სიზუსტისა და პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია ესწრებოდა”,_ წერია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში კაცზე ძალადობის და მდინარეში გადაგდების გამო ორ პირს 18-18 წელი მიესაჯა
შემდეგი სტატიალატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ევროკავშირს რუსული მარცვლეულის ტრანზიტის შეჩერებას სთხოვენ