ბერლინში გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა მიმდინარეობს

ბერლინში საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები საქართველო–გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომრომლობის საკითხებს და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

შეხვედრის დაწყებამდე გიორგი კვირიკაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

banner
წინა სტატიაში”გერმანია მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს”
შემდეგი სტატიაოქრუაშვილის მტკიცებით, მან მიხეილ სააკაშვილისგან ვალერი გელაშვილის ცემის დავალება მიიღო