ბერლინში ბრანდერბურგის კარიბჭე მთავრობის ნებართვის გარეშე რუსეთის დროშის ფერებში გაანათეს (ვიდეო)

ბერლინის ერთ-ერთი სიმბოლო, ბრანდერბურგის კარიბჭე რუსეთის დროშის ფერებში მთავრობის ნებართვის გარეშე გაანათეს. აქციის ავტორი იყო გერმანიის ნაციონალ-დემოკრატიული პარტია, რომლის “ფეისბუქ” გვერდზეც გამოქვეყნდა შესაბამისი ვიდეო.
სანქტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ბერლინის ხელისუფლებამ რუსეთის სოლიდარობის ნიშნად რუსული დროშის ფერებში არ გაანათა ქვეყნის რომელიმე ღირსშესანიშნაობა – როგორც ეს ხდება მსგავს შემთხვევებში.

ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის აქცია მოსულმა პოლიციამ ჩაშალა.

https://www.facebook.com/npd.de/videos/10154851215234584/?autoplay_reason=user_settings&video_container_type=0&video_creator_product_type=2&app_id=2392950137&live_video_guests=0

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის განცხადება გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ
შემდეგი სტატიამეცნიერები: მსოფლიოში ყოველი მეათე სიკვდილის გამომწვევი სიგარეტია