ბერლინში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

გერმანიის დედაქალაქში შაბათს, 1 ივნისს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ რამდენიმე დემონსტრაცია ერთად გაიმართა. ანტიფაშისტების მიერ გამართულ აქციაზე 250-300 ადამიანი მონაწილეობდა. უფრო მასშტაბური აქცია დღის მეორე ნახევარში შედგა, მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ გერმანიის მთავრობას მოსთხოვა შიიტური მოძრაობა “ჰესბოლა” ტეროროსტულ დაჯგუფებად აღიარონ. “მსგავსი ზომები იმის ნათელი მაგალითი იქნება, რომ გერმანია ებრაელებისადმი ზიზღს არ მოითმენს” – თქვა სიტყვით გამომსვლელმა აქციაზე, სადაც დაახლოებით 800 ადამიანი იღებდა მონაწილეობას – “დოიჩე ველე” წერს.

ანტისემიტურ აქციაზე, რომელიც ე.წ. ალ-კუდსის დღეს გაიმართა პალესტინის ავტონომიის დროშებით, დაახლოებით 900 ადამიანი მონაწილეობდა. ალ-კუდსის დღე ალიათოლა ჰომეინმა 1979 წელს დააარსა. ირანსა და სხვა ქვეყნებში თეირანის მოწოდებით მასობრივი ანტიისრაელური დემონსტრაცია იმართება, რომელთა მონაწილეები ისრაელის განადგურების მოწოდებებს აკეთებენ.
გერმანიის პრეზიდენტმა ანტისემიტიზმს დემოკრატიაზე თავდასხმა უწოდა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა ზელენსკი ვაშინგტონში დაპატიჟა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: გარეჯის დაცვას, პირველ რიგში, სჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა