ბერლინმა ტერორისტი ბოევიკების დასაბრუნებლად პირობა წამოაყენა

გერმანია მზად არის ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” გერმანული მოქალაქეობის მქონე ბოევიკები სახლში დააბრუნოს, თუკი მათ საკონსულო მხარდაჭერამდე ექნებათ წვდომა – კვირას, 17 თებერვლს შსს-ს წარმომადგენელმა გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ყველას, მათ შორის ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლებს სამშობლოში დაბრუნების უფლება აქვთ.

ბელგიის იუსტიციის მინისტრმა, თავის მხრივ, თქვა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ევროპულ ბოევიკებთან დაკავშირებით საჭიროა “საერთო ევროპული გადაწყვეტილების მიღება”. დანიის მთავრობა კი, უარს ამბობს დანიური პასპორტის მქონე ბოევიკების დაბრუნებაზე, რადგანაც ისინი არიან “პლანეტაზე ყველაზე საშიში ხალხი”.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპულ მოკავშირეებს მოუწოდა წაიყვანონ ევროპული მოქალაქეობის მქონე ბოევიკები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპატიმრებულ 800 ბოევიკს ისინი თავისუფლებაზე გაუშვებენ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის პრემიერმა ჰოლოკოსტზე დავის გამო ისრაელში ვიზიტი გადადო
შემდეგი სტატიასკრიპალის მდგომარეობა გაუარესდა