ბერლინის პოლიცია ტუნისის მოქალაქეს ეძებს, რომლის დოკუმენტებიც იმ მანქანის კაბინაში იპოვეს, რომლითაც ორი დღის წინ საშობაო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. როგორც დღეს, 21 დეკემბერს ხდება ცნობილი, ეჭვმიტანილი სხვადსხვა სახელით მოქმედებს. ერთ-ერთი დოკუმენტით მას აჰმედ ა. ქვია, მეორეთი კი ანის ა.
გამომძიებლების ვარაუდით, ადამიანი, რომელმაც სატვირთოთი ხალხს გადაუარა 19 დეკემბერს, დაჭრილია. მანქანაში სავარაუდო ბოროტმოქმედის დნმ-ია ნაპოვნი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, მათ შორის 18 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.