ბერლინის ტერაქტში კიდევ ერთი ტუნისელი გამოჩნდა

გერმანიაში 40 წლის ტუნისელი დააკავეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის ფიგურანტია. პროკურატურა თვლის, რომ დაკავებულს, ტუნისელ 24 წლის ანის ამრისთან კავშირი ჰქონდა, რომელიც მართავდა სატვირთოს, რომლითაც მან ბაზრობაზე ხალხს გადაუარა. ის გასულ კვირას მილანში პოლიციელებმა მოკლეს.

ბერლინის ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა. 49 დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
შაბათს ტუნისში სპეცსამსახურებმა ამრის ძმისშვილი და კიდევ ორი სხვა ეჭვმიტანილი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში ქალბატონს თავი მოკვეთეს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი – რაღაც ტიპის ხარჯვაზე უარს ვიტყვით